სოფო კილაძე: გერმანია მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრაზე სოფო კილაძემ და კლაუდია როთმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
„ჩვენთვის გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როდესაც ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ინტერესდება იმ სიტუაციით, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს გერმანიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.