„პროპორციულ საარჩევნო სისტემა საშუალებას იძლევა, მეტი სუბიექტი ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა საშუალებას მისცემს, მეტ მსურველს ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ჩვენ ვმსჯელობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს პროექტი არის ინიცირებული და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი სეგმენტი, მეტი სუბიექტი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი ჩაერთოს უშუალოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი სარგებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სურვილია, გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება მაქსიმალურად სხვადასხვა სუბიექტისთვის. მთავარია, სუბიექტები, რომლებიც შემოვლენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპარლამენტო ცხოვრებაში კონსტრუქციული როლი შეასრულონ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები