სოფიო კილაძე: არ მგონია, რომ ხაზარაძეს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

მმართველი გუნდის დეპუტატი, სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძეს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ ექნება.
ამის შესახებ საპარლამენტო დეპუტატმა ჟურნალისტებს ხაზარაძის მიერ დაანონსებული განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც “თიბისი ბანკის” ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.
“რა შანსები აქვს ბატონ ხაზარაძეს პოლიტიკურად, ეს ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა, ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მას”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„მიზანშეწონილად მივიჩნევ  ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელიც მან “ფეისბუქზე” დღეს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები