კაპანაძე ხაზარაძის მოძრაობაზე: ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა

ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას განმარტა, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გულისხმობს.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, იქნება არაქსენოფობიური და არ იქნება გარიგებაში ან დაქვემდებარებაში ოლიგარქთან, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ხაზარაძე თუ სხვა, მასთან თანამშრომლობას პოტენციურად განვიხლავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუქზე დღეს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები