რამაზ საყვარელიძე: „ფეისბუქი“ გამიტეხეს და ჩემი სახელით ყალბი განცხადება გაავრცელეს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მას „ფეისბუქი“ გაუტეხეს და მისი სახელით ყალბი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქმე ეხება განცხადებას, რომელიც, თითქოს, საყვარელიძემ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე გინებასთან დაკავშირებით „ფეისბუქით“ გაავრცელა.
„ჩემი სახელით დაწერეს, რომ მშიშარა ერი ვართ, როგორ შეგვაშინა ამან. საქმე ისაა, რომ მე ასეთი რამ არ დამიწერია და ამ დროს გავრცელდა, პრაქტიკულად, ყველგან. ჩემს „ფეისბუქზე“ გუშინ ავკრიბე ტექსტი, რომ ეს ჩემი არ არის. როგორც კი ავკრიბე, გადაკეთდა მთლიანად „ფეისბუქი“ , გატყდა. ასე, რომ გატეხილი „ფეისბუქის“ პატრონი ვარ. რატომაა ეს საყურადღებო – ორიოდე შინაარსი გავრცელდა ამ პერიოდში. ეს შინაარსები, ძირითადად, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ტექსტები გაბუნიას გამოსვლის შემდეგ. მათ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იმან იტუტუცა, მაგრამ  თქვენ რატომ ხართ შეშინებული? ომი არ დაიწყება. ასეთია ლოგიკა, ეს იყო მოწერილი ჩემზეც. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ჩემი სახელით. პოლიტიკური აზრი რაშია, ე.ი სერიოზული ბრძოლა მიდის იმ რესურსებით, რომელიც თითოეულ მხარეს აქვს. კიბერშეტევის ავტორების მობილიზაცია ყველა პარტიას არ შეუძლია, მით უმეტეს, ეს არ არის იმ ახალგაზრდების სფერო, რომლებიც აქციაზე დგანან. ეს სერიოზული, ბრძოლისთვის მომზადებული პარტიული ჯგუფია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები