ირაკლი კობახიძე: მომავალი გვიჩვენებს, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა და ვისთან არა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემიდან გამომდინარე შესაძლოა, კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. ამიტომ, მისივე თქმით, დრო აჩვენებს, ითანამშრომლებს თუ არა მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძესთან სამოქალაქო მოძრაობის პოლიტიკურ ძალად ფორმირების შემთხვევაში.
“რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას – ამას გვიჩვენებს სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში. დიდი ალბათობით, პროპორციული სისტემიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე შეიძლება, საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის შექმნა, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა და ვისთან არა, ამას მომავალი გვიჩვენებს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები