გიგა ბოკერია: თუ ისევ ჯებირები დაგვხვდება, რუსთაველი გადაიკეტება და მსვლელობა მოეწყობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აქციები რუსთაველზე შს მინისტრის, გადადგომამდე გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს კვლავ ჯებირები დახვდებათ, იგივე განმეორდება რაც გუშინ იყო, ისინი მოაწყობენ მსვლელობას და რუსთაველს გადაკეტავენ.
„თუ ეს ცდუნება ისევ ექნება ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს ხალხი ნაწილი მოტყუებით და ნაწილი შეგნებულად ისევ აქ მოიყვანოს და ჯებირები დაგვახვედროს, ისევ იგივე მოხდება რაც გუშინ იყო, იქნება მსვლელობა და რუსთაველი გადაიკეტება”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები