“ოპოზიციას უნდა, “ქართული მარშის” აქცია ხელისუფლებას “მიეწებოს”, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია “პრაიდის” გამართვის განცხადებამ გამოიწვია”

“გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ “ქართული მარშისა” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას “მიეწებოს”.
“გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების ისე, რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის. მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ “ქართული მარშისა” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას “მიეწებოს”, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ “პრაიდის” გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია. გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა “პრაიდიც”, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც”, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები