პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შესასვლელთან გადასვლა სცადეს, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილის ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ეს გახდა მათი გაღიზიანების მიზეზი.

ვითარება ამ დროისთვის შედარებით განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები