BBC – ქართველი ტელეწამყვანის ანტიპუტინურმა მონოლოგმა რუსეთი გააბრაზა

კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით ქართველი ტელეწამყვანის მწვავე მონოლოგი დაგმო. წერს BBC საავტორო გადაცემა P.S.-ში წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგზე და “რუსთავი2-თან” დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

“პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი მომხდართან დაკავშირებით  ამბობს – “მიგვაჩნია, რომ ეს შეურაცხყოფა აბსოლუტურად მიუღებელია”. “რუსთავი 2” საქართველოს მთავარი კომერციული ტელეარხია.
წამყვანმა გიორგი გაბუნიამ შეურაცხმყოფელი ენა გამოიყენა პუტინისთვის რუსულ ენაზე გასაგზავნ მესიჯში. “რუსთავი 2-მა”, მოგვიანებით, ამ გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადა.

ამასთან, რუსეთმა პირდაპირი ფრენები აკრძალა  საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების გამო.
“შენ არ ხარ დაცული საქართველოში” – ეუბნება რუსეთი თავის მოქალაქეებს. გაბუნიას თავდასხმაც პრეზიდენტ პუტინზე სწორედ, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუარესებას უკავშირდება.
პუტინის მიმართ უხეში დაცინვის შემდეგ, გაბუნიამ სარკასტულად დაამატა” “უ, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა”. ასევე, მან რუსებს “მონები” უწოდა და საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გაბუნიას ემოციური გამოსვლა დაგმო და მას მიუღებელი უწოდა.
“ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებით”, – თქვა ბახტაძემ.
გასულ თვეს, თბილისში რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართვით აღშფოთებული დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ. დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ნაჩქარევად დატოვა ქვეყანა, სანამ სპეცრაზმი საპროტესტო აქციას დაარბევდა და 240 ადამიანი დაშავდებოდა”, – წერს BBC.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები