ვეტერანების საქმეთა სამსახური: ვგმობთ მასმედიის საშუალებებით მსგავსი ფორმით გამოხატულ პროტესტს ნებისმიერი ადამიანის მიმართ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური „რუსთავი 2-ის“ ეთერში  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს განცხადებით ეხმაურება.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გადაცემა ”პოსტკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ უცენზურო, შეურაცხმყოფელ, არაეთიკურ განცხადებას ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რაც, პირდაპირ თუ ირიბად, ორ სახელმწიფოს შორის ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებისკენაა მიმართული, ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ქვეყნის უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აყენებს.

მსგავსი უცენზურო განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკოსის, ადამიანთა ჯგუფების მიმართ  უკვე დიდი ხანია, ამ ტელეკომპანიის ეთერიდან ისმის, რაც როგორც ეთიკური, ისე მორალური თვალსაზრისით, კატეგორიულად მიუღებელია!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გმობს მასმედიის საშუალებებით მსგავსი ფორმით გამოხატულ პროტესტს ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკოსის, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები