ირაკლი ბერაია: გენადი ონიშენკოს მიერ გახმოვანებული ინფორმაცია დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და მის გამოსვლას დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა.
“უკვე მერამდენედ გვესმის რუსეთის ბრალდებები, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი არის სამხედრო უწყება, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს. სინამდვილეში ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფარგლებში მოქმედი გამჭვირვალე დაწესებულება. მისი საქმიანობა სრულიად შეესაბამება ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური იარაღის კონვენციის მოთხოვნებს, ბიოდაცულობის და ბიოუსაფრთხოების სართაშორისო სტანდარტებს. ამ დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ადრეული გამოვლენის, დაკვირვების და სამეცნიერო კვლევების გზით საქართველოს და რეგიონის ინფექციური დაავადებებისაგან დაცვაზე.
ჩვენს მიერ ლაბორატორიაში მოწვეული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის რუსეთიდანაც. თუმცა მათგან მხოლოდ უარი მივიღეთ. ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის გამჭვირვალობას და მისი საქმიანობის სრულ შესაბამისობას პროფილაქტიკურ, დაცულობის და მშვიდობიან მიზნებთან.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით რომ რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, და ამ მიზნით ამ დარბაზის გამოყენება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები