საერთაშორისო პროექტი BE NEXT INTERNATIONAL FASHION
BE NEXT International Fashion & Art Festival საქველმოქმედო ფონდ Societe Anonyme-ის ერთ-ერთი პროექტია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის შემოქმედი ადამიანებისათვის საქართველო მასპინძელი ქვეყანა ხდება. პროექტი 2014 წლის 5-9 ივნისს თბილისში და შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, სასტუმრო GEORGIA PALACE HOTEL-ში ტარდება.
ამ პროექტის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ხელოვანებს – დიზაინერებს, ფოტოგრაფებს და ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, სასიამოვნო გარემოში წარდგნენ თავიანთი ნამუშევრებით ბაიერების, VIP – სტუმრების, ჟურნალისტების და ცნობილი გამოცემების რედაქტორების, სტილისტების და მოდის წამყვანი სახლების წარმომადგენლების, კრიტიკოსების, ხელოვნების ფონდებისა თუ მუზეუმების მფლობელებისა და წარმომადგენლების წინაშე.
ღონისძიებას საერთაშორისო გამოცემების რედაქტორები და ჟურნალისტები, ცნობილი დიზაინერები, მოდისა და ხელოვნების კრიტიკოსები, მოდის სახლების წარმომადგენლები ესწრებიან. პირველი BE NEXT – 2011 წელს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ქართველი დიზაინერები, რომელთაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურეს. წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, პოლონეთი, ინდოეთი, ყაზახეთი. მისი სტუმრები იყვნენ: Diane Pernet, ფრანგული, რუსული, უკრაინული, ამერიკული,იაპონური ვოგის რედაქტორები, New York Times, Herald Tribune, Interview, Le Figaro, Le Monde, Elle France, Madame Figaro, Marie Claire. ჩ
ვენი პარტნიორები არიანია: Modem Online, NOT JUST A LABEL, მარანგონის ინსტიტუტი (მილანი), HAUTE FUTURE FASHION ACADEM (მილანი), IED-ISTITUTO EUROPEO DI DESIGN (მილანი), LONDON COLLEGE OF FASHION (ლონდონი), CAMPER, MUUSE FASHION (დანია), ASVOF (A SHADED VIEW ON FASHION) DIANE PERNET, VOGUE.IT, ELLE.IT, DOMUS ACADEMY (მილანი), LAYERS (ლონდონი) Showstudio (ლონდონი), აგრეთვე სტუმრები არიან: ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი JEAN DANIEL LORIEUX და JOSEPHUS THIMISTER (DESIGNERI). პროექტის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას საქართველოს საზღვრებს გარეთ და ჩვენი ქვეყნის სახელის ქვეშ მსოფლიოს ნიჭიერი ადამიანები გააერთიანოს. აგრეთვე ქართველი და უცხოელი ხელოვანები საერთო პროექტების განსახორციელებლად ერთმანეთს დააახლოვოს, წაახალისოს ახალბედა ხელოვანები. პროექტის ორგანიზატორების მიზანია, მათ მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება სამხატვრო აკადემიის გადარჩენისა და აღდგენის ფონდს მიუძღვნას. პროექტ BE NEXT /ART & FASHION FESTIVAL -ის ფარგლებში მოწვეული სტუმრები მასტერკლასებს ჩაატარებენ და მონაწილეებს გაესაუბრებიან.