ზაზა გაბუნია თემქაზე სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია  თემქაზე 142-ე სკოლას ესტუმრა, სადაც სკოლის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.
“მე მინდა, მივესალმო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, საოცრად ნიჭიერებსა და ლაღებს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშანავად აჩვენეთ არა მხოლოდ ლიტერატურის ცოდნა, არამედ ისიც, თუ რა არის პატრიოტიზმი, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ, როგორც მოქალაქეები და ამ ქვეყნის შვილები. შესანიშნავი ახალი თაობა გვყავს და მე მინდა, ამ სკოლას, მის დირექტორს, ყველა პედადოგს და, რაც მთავარია, მშობლებს დავუდასტურო ჩემი კეთილგანწყობა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები