კომპანია “არემჯიმ“ 2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე 2500 ლარით დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა, რომელიც კომპანია „არემჯიმ“ 2500 ლარით დაასაჩუქრა.
„ეტალონის“ ფინალურ კონკურსზე კომპანიამ, 500 ლარით დააჯილდოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილე ანა სიხაშიშვილი, რომელიც თბილისის N202 სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლეა. „კასპის ეტალონ მოსწავლეს“ დავით ბეინაშვილს კომპანიისგან ასევე საჩუქრად გადაეცა 500 ლარი.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომპანია „არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა.
„კომპანია „არემჯი“ ძალიან მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია იყოს „ეტალონის“ სპონსორი. პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ინტელექტუალურ რესურსს აერთიანებს საერთო მიზნებისკენ. ესეთი ტიპის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში „არემჯის“ აქვს ბევრი სტიპენდიები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ასევე სახელოვნებო მიმართულებით, სპორტული წრეების თვალსაზრისით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით და „ეტალონი“ ამ მხრივ არის ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ – განაცხადა კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები