თამუნა ქობალია: ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი, არ დავცემულიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტი წინ აქციაზე დაზარალებული სამართალდამცველის, გია ჯალაღონიას მეუღლე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნიკა გვარამიას მიმართავს.

,,მივმართავ ნიკა გვარამიას! ნიკა გვარამიავ,  ჩემი მეუღე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.
გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.
აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად
სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!
სირცხვილი ნიკა გვარამია!!!
ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება.
ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!, “- წერს თამუნა ქობალია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები