თამთა მეგრელიშვილი ამაღლობელის საქმეზე: როდესაც ადამიანი სარგებლობს საჯარო პოზიციით, ან საკუთარ გავლენას იყენებს საზოგადოებისთვის საზიანოდ, აუცილებელია, რომ ამაზე იყოს მკაფიო რეაგირება – სასამართლოს გადაწყვეტილება 2 წლით პატიმრობა ქმნის პრეცედენტს, რომ საქართველოში სამართალი, ზეწოლას და შანტაჟს არ ექვემდებარება

მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს — ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის სასურველი სამართლებრივი პასუხი იყო მის ქმედებებზე.
როდესაც ადამიანი სარგებლობს საჯარო პოზიციით ან საკუთარ გავლენას იყენებს საზოგადოებისთვის საზიანოდ, აუცილებელია, რომ ამაზე იყოს მკაფიო რეაგირება, – ამის შესახებ წერს, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი  სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს.

მისივე თქმით, „ სამართლიანობის დაცვა მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ მიიღწევა, მაგრამ მკაფიო და თანმიმდევრული სასამართლო გადაწყვეტილებები საფუძველს უყრის სამოქალაქო ნდობას სამართლებრივი სისტემის მიმართ.“

„მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს — ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის სასურველი სამართლებრივი პასუხი იყო მის ქმედებებზე.
როდესაც ადამიანი სარგებლობს საჯარო პოზიციით ან საკუთარ გავლენას იყენებს საზოგადოებისთვის საზიანოდ, აუცილებელია, რომ ამაზე იყოს მკაფიო რეაგირება.
კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი — იქნება ეს რიგითი მოქალაქე თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა.
ამაღლობელის საქმის სასამართლო
განხილვა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ის გახდა სიმბოლო იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება — მიუსაჯოს მას 2 წლით პატიმრობა — ქმნის პრეცედენტს და გზავნილს საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში სამართალი, ზეწოლას და შანტაჟს არ ექვემდებარება.
სამართლიანობის დაცვა მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ მიიღწევა, მაგრამ მკაფიო და თანმიმდევრული სასამართლო გადაწყვეტილებები საფუძველს უყრის
სამოქალაქო ნდობას სამართლებრივი სისტემის მიმართ.
მზია ამაღლობელის 2-წლიანი სასჯელი მიუთითებს, რომ კანონი მუშაობს, რაც შეეხება 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების პოზიციას, ისინი კვლავ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, საკუთარ ქვეყანაში კანონის უზენაესობას ქადაგებენ, ჩვენთან კი კანონზე და სასამართლოზე ზემოქმედებას ცდილობენ!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები