სოფიო ქაცარავა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ნიკა მელიაასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! #სოლიდარობაჩემსგუნდს“, – წერს ქაცარავა ფეისბუკგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები