მამუკა სალუქვაძე: რასაც ვუყურებ, ობიექტურობა და დამდგარი შედეგების სწორი ანალიზის უნარი გვაკლია

“რა მწარე სიმბოლურობაა იმაში, რომ აქციაზე დასახიჩრებული პოლიციის თანამშრომელი და უმაგრესი პატარა გოგონა ერთად მიემგზავრებიან უცხოურ კლინიკაში, ცალ თვალ ამოვარდნილები”, – ამის შესახებ ურბანისტმა მამუკა სალუქვაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. როგორც მან ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებას ობიექტურობა და დამდგარი შედეგების სწორი ანალიზის უნარი აკლია.
“რასაც ვუყურებ და ვუსმენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ობიექტურობა და დამდგარი შედეგების სწორი ანალიზის უნარი გვაკლია უკლებლივ ყველას, არათუ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ მათაც, ვინც გარედან ვადევნებთ თვალს პროცესებს და საკუთარი მიკერძოებული დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ძალისა თუ პიროვნების მიმართ. ყველა ჩვენკენ ვექაჩებით სიმართლეს და ყველა ჩვენი სასწორით ვწონით მტყუან-მართალს… რა მწარე სიმბოლურობაა იმაში, რომ აქციაზე დასახიჩრებული პოლიციის თანამშრომელი და უმაგრესი პატარა გოგონა ერთად მიემგზავრებიან უცხოურ კლინიკაში ცალ თვალ ამოვარდნილები. აი, ამას მივაღწიეთ ჩვენი მეცადინეობით და პროპორციულ არჩევნებსაც, რა თქმა უნდა – ეს ხომ უმთავრესია მავანთათვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილის მყარი გარანტია შეიქმნან”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები