ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი დიმიტრი დბარი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას თხოვნით მიმართავს, რომ მან მხარი რუსეთს დაუჭიროს და ენგურის ხიდი ჩაკეტოს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დბარმა ხაჯიმბას დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვა თბილისში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო შესთავაზა.
ამასთან, ე.წ. სახალხო კრების სხდომაზე დეპუტატმა დე ფაქტო გენპროკურატურას​ წინადადებით მიმართა, რომ “ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ის რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები