ნინო ჭელიძე: საიდან მოიტანა სალომე სამადაშვილმა, რომ თუ გახარია არ გადადგება, აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ?

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის წევრი ნინო ჭელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომლის განცხადების მიხედვით, თუ გახარიას მოუსმენენ, პარლამენტთან მთავრობის გადაყენების მოთხოვნით ხალხი დადგება.
„სალომე სამადაშვილმა საიდან მოიტანა, რომ გახარია თუ არ გადადგება, აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ? რატომ საუბრობს ჩვენ ნაცვლად? პ.ს. კარლო კოპალიანი რა სამარცხვინო ვინმეა“, – წერს ნინო ჭელიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უნდა იყოს გახარიას გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან:
„სანამ ამაზე არ იმსჯელებს პარლამენტი, არ მიმაჩნია, რომ მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს ვინმეს უმრავლესობიდან იმსჯელოს იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, რადგან დღეს ათასობით განრისხებული ჩვენი თანამოქალაქე დგას პარლამენტის წინ ყოველ საღამოს და ითხოვს შს მინისტრის გადადგომას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, თუ იმის ნაცვლად, რომ გახარიამ დატოვოს თანამდებობა, მას ჩვეულ რეჟიმში მოუსმენენ საქართველოს პარლამენტში, ამით ისინი გაამრავლებენ იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც დადგებიან პარლამენტის წინ. არა გახარიას გადადგომის მოთხოვნით, არამედ მთელი მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები