მიმდინარეობს ატენის სიონის ქვის კონსერვაცია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და Iccrom-ის აღიარებული ექსპერტების – სტეფანო ვოლტას, ჯოვანი ვერჩელის, ანტონიო ბალდინისა და ფრანჩესკა პიკეს რეკომენდაციის საფუძველზე, “ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი“ ახორციელებს ატენის სიონის ტაძრის სამშენებლო მასალის – ქვისა და კირის შევსებას – ტაძრის არქიტექტურის სრულ კონსერვაციას.