პროექტში ,,მომავლის მწერალი“ 200-მდე მოსწავლე ჩაერთო

დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ქედას, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან 200-მდე მოსწავლე ჩაერთო საინტერესო პროექტში „მომავლის მწერალი“, რომლის მიზანიც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაა. კონკურსი „მომავლის მწერალი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, განსაკუთრებული მწერლური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენას.
„მომავალში ამ ბავშვებიდან რომელიმე აუცილებლად გახდება მსოფლიო დონის მწერალი, ეკზიუპერის სიტყვებს გავიხსენებ, შესაძლოა, ყოველ ბავშვში მოცარტი იმალებოდეს. მათ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება, ნიჭის დაფასება და მომავლისკენ გზის გახსნა“, – განაცხადა გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები