სერჟანტთა სამეთაურო მომზადება დაიწყო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ბრიგადებისა და სარდლობების სერჟანტთა სამეთაურო მომზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება წელიწადში ორჯერ ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სერჟანტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
საშტაბო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა გახსნა. ალუდა კოპალიანმა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებზე და შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხში სერჟანტთა როლზე ისაუბრა. დღესვე, საქართელოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ეროვნული სასწავლო ცენტრის “კრწანისი” მასტერ-სერჟანტს კობა ოშხერელს აშშ-ის მედალი “უმწიკვლო სამსახურისთვის” გადასცა. მასტერ სერჟანტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ავღანეთში, ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები