ვოლგოგრადში ტერაქტების შემსრულებელთა ვინაობა დაადგინეს

   სლოვაკებმა იმ ტერორისტების ვინაობა დაადგინეს, ვინც 2013 წლის ბოლოს ვოლგოგრადში ტერორისტული აქტები განახორციელეს. ეს ინფორმაცია ინტერფაქსმა 30 იანვარს, ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა. კომიტეტის ინფორმაციით, თავის აფეთქების გზით ტერორისტული აქტის მოწყობის მონაწილეები “ბუინაქსკოი” ტერორისტული დაჯგუფების წევრები ასკერ სამედოვი და სულეიმან მაგამედოვი იყვნენ.ინფორმაცია ოპერატიული მიზეზების გამო არ ხმოვანდება. გარდა ამისა, დაღესტანში ბოევიკებთან შესაძლო თანამშრომლობაში და ბოევიკების ვოლგოგრადში გადაყვანაში ეჭვმიტანილი ორი ძმა მაგამედნაბრი და თაგირ ბატიროვი დააკავეს. ასკერ სამედოვის სახელი ადრეც ფიგურირებდა პრესაში ვოლგოგრადის ტერაქტებთან დაკავშირე ბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები