სახიფათო ტენდერები თავდაცვის სამინისტროში

რატომ ჩატარდა თავდაცვის უწყებაში ტენდერი ღია წესით და რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს ,არპანივ“-ის მიერ მომორაგებული რუსეთში წარმოებული აკუმულატორები ქართული სამხედრო ტექნიკისთვის.
,,ნიუპოსტი“ თავდაცვის უწყების ტენდერის არა ფინანსური, არამედ უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.
როგორც წესი, თავდაცვის სამინისტროში არსებობს ღია და საიდუმლო შესყიდვები. სამხედრო ტექნიკისთვის, რომელიც ჯარის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, რატომღაც საბურავების და აკუმულატორების შეძენა მოხდა ღია ტენდერით.
გამოცხადდა 8 ტენდერი და ყველა მათგანი მოიგო სომხურმა კომპანია ,,არპანივ“-მა (Arpaniv LLC), რომელიც საქართველოში, პირველი ტენდერის გამოცხადებიდან ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ,,არპანივ“-თან ერთად ტენდერში მონაწილეობდა ,,თეგეტა მოტორსი“, ხოლო ტენდერში გამარჯვებული ,,არპანივი“ გახდა.
კომპანიის ირგვლივ ინფორმაცია ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ 10 მილიონიანი ბრუნვა აქვს მითითებული, მის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ვერ მოხერხდა, კომპანიას არ გააჩნია არც ვებ-გვერდი და სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული გრაფა ვებ-გვერდის შესახებ, შესაბამისად, ცარიელია. ერთადერთი, სადაც ,,არპანივ“-ი იძებნება ეს არის ,,ერევნის ყვითელი ფურცლები“, რომელშიც მითითებულია კომპანიის ერევნის მისამართი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამავე გვერდზეა მითითებული არის ის, რომ ,,არპანივ“-ი დაკავებულია საბურავებისა და აკუმულატორების რეექსპორტით რუსეთიდან, ჩინეთიდან და ტაილანდიდან, ანუ ის არ არის მწარმოებელი – ის არის გადამყიდველი.

1401652813516172რა კავშირი აქვს აღნიშნული სომხური კომპანიის შემოსვლას თვდაცვის უწყების უსაფრთხოებასთან, მითუმეტეს ღია ტენდერის წესით?
სომხეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, მაგრამ საკითხი ეხება თავდაცვის სფეროს.
ცნობისათვის, სომხეთი არის ოდკბ-ს წევრი ქვეყანა (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) – რუსული სამხედრო ალიანსის, სწორედ აქ ჩნდება პირველი კითხვა – რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული სომხური კომპანიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის ყიდვა და მეორე – გვჭირდება კი მტრულად განწყობილ ქვეყანაში – რუსეთში წარმოებული საბურავები და აკუმულატორები?
ეს არ არის მი-8 ტიპის ვერტმფრენის ტრანსმისია, რომელსაც მხოლო პერმის ქარხანა უშვებს. ეს არის საბურავები და აკუმულატორები, რომლის შეძენა ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება, მათ შორის არის ,,თეგეტა მოტორსის“ უზარმაზარი კომპანია, ,,მათე მოტორსი“, ქართული კომპანიები, რომლებიც ანალოგიური საქმით არიან დაკავებულნი.
რაც შეეხება თავდაცვის სამინსიტროს შესყდვების სპეციფიკას – ზოგადად ასეთი შესყიდვები არის საიდუმლო. პროცედურებით ჩვეულებრივად ყიდულობ, მაგრამ არსებულ კომპანიებს აქვთ დაშვება საიდუმლოსთან მუშაობაზე. ის, თუ რა ზომის სახბურავები და რა ტიპის აკუმულატორებია საჭირო სამხედრო ტექნიკაზე და ა.შ. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ კონტრდაზვერვისგან მიღებული დაშვება საიდუმლოზე. როგორც აღვნიშნეთ, კომპანია ,,არპანივ“-ს დაშვება რ აქვს საიდუმლოზე, რადგან ადგილი ჰქონდა ღია ტენდერს.

1401652840094695თავის დროზე თავდაცვის უწყებაში ეს იყო დაფარული. აგვისტოს ომის შემდეგ ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კომპანიას საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა დაშვება ჯარისთვის არამცთუ სამხედრო ნაწილების, არამედ ჭიქების შესყიდვის დროსაც კი.
რაც შეეხება ტენდერის სახიფათო მხარეს – თუკი ჩვენ ქართული ჯარის ავტომანქანებისთვის ვყიდულობთ აკუმულატორებს მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფო რუსეთიდან, რატომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ რუსეთმა თუნდაც ვადაგასული აკუმულატორი გამოგიგზავნოს და სამხედრო მანქანებს პრბლემები შეექმნას?
აქვე, მაგალითისთვის, ჩვენს უახლეს ისტორიას შეიძლება გადავხედოთ:
ცნობილია, რომ 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, რუსებმა საქართველოს მიჰყიდეს ავტომატები, რომელსაც რუმინულ ავტომატებად იყო ცნობილი. რეალურად, ეს იყო რუსული წარმოების. ცნობისათვის, ეს არის ორი ტიპის ავტომატი, ერთი არის შეღებილი, ხოლო მეორე – როგორც რუსები უწოდებენ ,,варанение“ – სპეციალურ ღუმელებში შედის ნაწილები და ის იღებს შავ ფერს. ე.წ. ,,რუმინული“ ხოლო რეალურად რუსული ავტომატები სწორედ ამგვარად იყო შეღებილი. ამ ტიპის შეიარაღების გამოყენება მიზანშეწონილად ითვლება იქ, სადაც მშრალი ჰავაა. გამომდინარე ზღვისპირეთიდან და იქინდა, რომ სოხუმი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, ყველა ეს ავტომატი რამდენიმე დღეში ჟანგდებოდა… ამ ავტომატის გამო დაიღუპა ბევრი ქართველი მებრძოლი.
საქართველომ ამის გაკვეთილი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო რუსეთიდან.

წყარო: http://newposts.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები