თელ-ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ეს ყველაზე მორალური და ჰუმანიტარული ბრძოლაა, რაც კი არსებობს. თავაზიანობის დრო აღარ არის, საკმარისია!“, – აცხადებს მსახიობი ლიორ აშკენაზი და მოუწოდებს დემონსტრანტებს, გააგრძელონ ქუჩებში გამოსვლა.
აქციის მონაწილეები ორგანიზატორებს შეუერთდნენ და მასშტაბური დემონსტრაციის დასასრულს ისრაელის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქციები დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.