,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე: ჩემთვის ქობულეთის მერობა დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა

“ჩემთვის ქობულეთის მერობა დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. გუნდიდან შემოთავაზების მიღება იყო პატივი და შესაძლებლობა მემსახურა ჩემს კუთხისთვის” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა და ბევრი მათგანის განხორციელება ახლაც მიმდინარეობს, მათ შორისაა, ბულვარის 10 კილომეტრიანი ზოლის მოწყობა.

„ქობულეთში სანაპირო ზოლზე მოეწყო სამი ახალი სკვერი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, სამ სკვერს. მოეწყო ახალი ბულვარი ფიჭვნარში, რომლითაც სანაპირო ზოლი სრულიად გახდა 10 კილომეტრიანი. მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს მივიყვანთ ბოლომდე, რის შემდეგაც დავიწყებთ მზადებას ახალი პროექტებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები