პაატა კუნჭულია: მთავარი მოტივაცია და გამოწვევა არის მოსახლეობის ყოველდღიური, ყოფითი საჭიროებების სრულად და სწრაფად გადაწყვეტა
მთავარი მოტივაცია და გამოწვევა არის მოსახლეობის ყოველდღიური, ყოფითი საჭიროებების სრულად და სწრაფად გადაწყვეტა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, პაატა კუნჭულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის ოზურგეთში აქტიურად მიმდინარეობს გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. მან ასევე აქცენტი გააკეთა მუნიციპალიტეტში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებსა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლებისა და სპორტის მიმართულებების განვითარება. ყურადღება უნდა მივაქციოთ პროფესიული გადამზადების პროგრამების მხარდაჭერას, რაც იქნება დიდი მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, რათა შემდგომში შეძლონ თანამედროვე ცოდნის მიღება და მისი პრაქტიკაში გამოყენება“, – აღნიშნა კუნჭულიამ.