კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ, მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განახორციელა.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ ადგილებში.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრა, მათ სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე მე-4 წელია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ახორციელებს, სადაც 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებში და მოინახულონ ისტორიული ადგილები.

ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები