კონსტანტინე ბუზალაძე: მინდა დავდო პირობა, რომ დაუღალავად ვიშრომებთ გორის მუნიციპალიტეტის აქტუალური გამოწვევების მოგვარებისთვის

მინდა ჩემს თანამოქალაქეებს განვუცხადო და დავდო პირობა, რომ დაუღალავად ვიშრომებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტუალური გამოწვევების მოგვარებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან თანაგუნდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და საარჩევნო გარემოც შეაფასა.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ საარჩევნო კამპანიაში, უკვე დავიწყეთ მაჟორიტარების, საკრებულოს მომავალი წევრების წარდგენა, ვხვდებით მოქალაქეებს, დავდივართ არაერთ სოფელში. რაც შეეხება კონკურენტებს, სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებაზე არ ვაკეთებთ ძალიან დიდ აქცენტს, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ საქმეზე ორიენტირებულები, მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობასთან შევიდეთ კონტაქტში, მათთან ვიყოთ უფრო მეტად კოორდინირებულები “, – განაცხადა ბუზალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები