,,ჰამლეტიკა“ ახმეტელის დრამატულ თეატრში
პიესა „ჰამლეტიკა“ უილიამ შექსპირის ტრაგედიის ინტერპრეტაცია – ცეკვა ინსტალაცის საშუალებით ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა მორგანტე ნარდმა ახმეტელის თეატრის დასთან ერთად განახორციელა. „ჰამლეტიკა“, – ამ პიესის ტექსტზე იტალიელმა ფილოსოფოსმა ვალერია ლუკონმა და მსახიობმა ტიციანა მარსილი ტოსტომ იმუშავეს, მათი პიესა „ჰამლეტიკა“ უილიამ შექსპირის, ჰაინერ მიულერის, კარმელო ბენესა და დევიდ ბოულის ტექსტის მიხედვით არის დაწერილი. მორგანტე ნარდის სპექტაკლში ჰამლეტი ძლიერი, დამოუკიდებელი მსახიობი ქალია, ყოფნა – არყოფნა, ცხოვრება თუ სიკვდილი, სიცოცხლე თუ თეატრი?
მსახიობი არსებობის მესამე გზას ეძებს. მორგანტე ნარდმა ქორეოგრაფიული განათლება კლასიკურ და თანამედროვე ცეკვაში ფლორენციაში, მილანსა და კანში მიიღო, შემდეგ მოღვაწეობდა სხვადასხვა თეატრსა და დასში, ფლორენციის, ბოლონიის Teatro Comunale და მილანის Teatro alla Scala. არის არა ერთო თეატრალური ჯილდოს მფლობელი. 2003 წელს ნომინირებული იყო დიუსელდორფის სახელმწიფო „საშემსრულებლო ხელოვნების ჯილდოზე“, 2005 წელს მორგანტე ნარდმა მიიღო ხელოვნების ფონდის სტიპენდია (NWA – ჩრდილოეთ რაინის ვესტფალია) შემდგომი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მონაწილეობდა არტლაბორატორია „COLINA 2005 – თანამშრომლობა ხელოვნებაში“, რუი ჰორტას ხელმძღვანელობით ტანცჰაუსში, დიუსელდორფი. მორგანტე ნარდი ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე თავისი ვიდეო წარმოდგენით „კოკო-დოკო“ “Spazi Vitali”-ს („ცოცხალი სივრცეები“-ს) მხარდამჭერი პროგრამით წარდგა.
სპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში 1, 5, 7, 8 ივნისს, 19 საათზე გაიმართება. ჰამლეტის როლს ცნობილი მსახიობი ნანა ხურითი ასრულებს. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიგი მიგრიაული, გიორგი გასვიანი, ანდრეა გველესიანი. პროექტის პარტნიორები ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო, „დანტე ალიგიერის საზოგადოება“ თბილისის კომიტეტი და იტალიური რესტორანი solemio არიან.