Tbilisi Photo Festival – 2014

29 მაისიდან 14 ივნისამდე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მაგნუმის სააგენტოს წევრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის – მარტინ პარისა და ლიტველი ფოტოგრაფის – რიმალდას ვიკსრაიტისის ერთობლივ გამოფენას “ნამდვილი სამყარო” იმასპინძლებს.
თბილისის ფოტოფესტივალი 5 წლის იუბილეს განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს და წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სოციალურ პროექტებს ანიჭებს. თბილისის ფოტოფესტივალის სოციალური პროექტი “ნამდვილი სამყარო”, რომელიც გამოფენასა და ვორქშოფებს აერთიანებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოტოფესტივალის სოციალური პროექტის ეგიდით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უკვე ჩაატარა ფოტოვორქშოფები, სადაც მათ ფოტოგრაფიის საფუძვლები თეორიულად და პრაქტიკულად გაიარეს. ვორქშოფს გაუძღვა ლიტველი ფოტოგრაფი რიმალდას ვიკსრაიტისი. პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გახდება იმ მულტიმედიური პროექტისა და დოკუმენტური ფილმის ნაწილი, რომელმაც ვორქშოფის მიმდინარეობის 3 დღე აღბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები