არასამთავრობო ორგანიზაციები, “TBC ბანკში“ მოქალაქის ცემის ფაქტზე, ხვალ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მასთან ერთად სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
„საკითხი ეხება 2019 წლის 3 ივნისს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომელმა ამავე ბანკის მომხმარებელი სცემა, მოქალაქის ცემის ფაქტზე კი უცნობია. როგორც საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მასზე მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აუღია ბანკს. სამოქალაქო ორგანიზაციები მომხდარს საგანგებოს უწოდებს და სპეციალური განცხადებით მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სახალხო დამცველს“, – აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატები“.
აღნიშნული განცხადება 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაკეთდება.