სამეგრელო-ზემო სვანეთი კორეის ერთ-ერთ რეგიონს დაუმეგობრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე კორეის ერთ-ერთ რეგიონს, ხოლო ზუგდიდი კორეის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიასა და სამხრეთ კორეის ელჩის, კიმ სე ვუნგის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამხრეთ კორეის ელჩს, კიმ სე ვუნგს და ნენსკრა ჰიდროს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრაჰესის პროექტზე და ურთეიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და კორეელი ინვესტორების დაინტერესებას რეგიონით.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია და კორეის საელჩოს კულტურის ატაშე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები