აშშ-ს მინსკში საელჩოს დაბრუნება სურს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს დაბრუნება სურს.

ამის შესახებ მან ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ლუკაშენკოსთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა.

“ჩვენი ურთიერთქმედების მიზანია, ბელარუსსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება. ერთ-ერთი მთავარი მიზანია ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთქმედება გაფართოვდეს და გაძლიერდეს.

ჩვენ გვსურს ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება. თუ ჩვენს ქვეყნებს შორის რაიმე უთანხმოება და წინააღმდეგობაა, მათი ზედაპირზე ამოტანა საჭირო არ არის. ჩვენ მზად ვართ და პრეზიდენტი ტრამპიც მზადაა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ურთიერთობების საბოლოოდ ნორმალიზებისთვის“- განაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩომ მინსკში მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები