არსებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სავარაუდოდ დააკავეს.
შესაბამის კადრებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ავრცელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, პოლიტიკოსის დაკავება ტელეკომპანია “ფორმულასთან” მოხდა.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. “კვირა” მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არკვევს და აღნიშნულს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.