უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ სოფელი გეტა დააზარალა
4 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა ხუთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
„ადგილზე ვითარების გასაცნობად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და მათ პრობლების მოგვარებას დაჰპირდა“, – აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.