ძმისა და ცოლის ძმის დამსაქმებელი ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი, სულიკო ბლადაძე, რომელმაც თავისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ მიიღო. მისი განმარტებით, სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ჟურნალისტებთან არაკორექტული საუბრის გამო გათავისუფლდა.
თავის მხრივ კი სულიკო ბლადაძემ ადგილობრივ ტელევიზიათან “ტვ 25-თან” საუბრისას განაცხადა, რომ სამსახურში ნათესავების დასაქმებაში ცუდს ვერაფერს ხედავდა.
„რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა, შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე, დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი“, – განაცხადა „ტვ 25-ის“ ეთერში სულიკო ბლადაძემ.
ცნობისათვის, პროკურატურა სულიკო ბლადაძესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები