თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ეთა-ს სტუმრობდა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, ღია უნივერსიტეტის რექტორი ნოდარ პაპუკაშვილი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ღია უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა. ბატონმა მიხეილმა აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებსა და ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა: „თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების როლი საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და სამშვიდობო ოპერაციები“.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხს დაეთმო, იუნკერებმა ბატონ მიხეილს კითხვები დაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციის ბოლოს, ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები