მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, ვიყო შუამავალი საქართველოსა და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე

“მე მზად ვარ, ვიყო შუამავალი საქართველოსა და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე, რათა, საბოლოოდ, მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქმიმართვისას” განაცხადა.
მან საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.
“დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ, თავად ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან, საბოლოოდ, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები