იაპონიაში უცნობი შეიარაღებული მამაკაცი პარკში ხალხს თავს დაესხა – დაღუპულია 2 ადამიანი
იაპონიის ქალაქ კავასაკში უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე ერთ-ერთ პარკთან ხალხს თავს დაესვა, შედეგად დაშავდა 16 ადამიანი და დაღუპა 2, მათგან ერთი მცირეწლოვანია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.
ინციდენტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ორი დანით შეიარაღებული მამაკაცი გაჩერებაზე მდგომ სკოლის მოსწავლეებსა და უფროსებს თავს დაესხა. შედეგად, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 16 ადამიანმა მიიღო, მათგან ერთი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაცით, თავად თავდამსხმელი – 50 წელზე მეტი ასაკის მამაკაცი – საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიღებული ჭრილობების შემდეგ ის გონს არ მოსულა. ამასთან ერთად, არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანებები; მისი მოტივები, ასევე, უცნობია.