ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს უკვე 10 პრეტენდენტი ჰყავს
დიდი ბრიტანეთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების მინისტრის მოადგილე, კიტ მალთჰაუსი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კანდიდატთა სიას შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
მალთჰაუსის თქმის, ის ახალი სახეა პოლიტიკაში, რაც უპირატესობას წარმოადგენს.
“ახალი ლიდერი არჩევა არ უნდა ხდებოდეს ძველი სახეების ირგვლივ”, – განაცხადა მან.
აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს უკვე 10 პრეტენდენტი ჰყავს.
შეგახსენებთ, 24 მაისს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.