რუსთავში 70 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 70 წლამდე ქალს, გზაზე გადასვლისას, ,,ბეემვეს’’ მარკის მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მანქანა სწრაფად მოძრაობდა, ამიტომ ქალმა გადასვლა ვერ მოასწრო.

როგორც ,,კვირას’’ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც , ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაშია ჩადენილი.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ,,რუსთავში’’ გადაიყვანა, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები