7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

“სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებულისთვის პატიმრობა გამოყენებული”, – ამის შესახებ 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებულისთვის პატიმრობა გამოყენებული; შესაბამისად, შეუფარდა პატიმრობა და კანონით დადგენილ ვადაში განისაზღვრა წინასასამართლო სხდომა. ბრალდებულმა პროცესზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები