პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 18,09 გრ. და 29.42 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)”, ასევე 47,79 გრ. გამომშრალი „მარიხუანა”, სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლ იარაღი.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „დ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის,), 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილით „ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები