განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS- ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები