პატარძეულში ფესტივალი “ქართული სული” გაიხსნა
პატარძეულში ფესტივალი “ქართული სული” გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოთი ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება.
ღონისძიებები ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე ქართული სიმღერა, ცეკვა, ფერწერა, მხატვრობა იქნება წარმოდგენილი.
ყოველწლიური ფესტივალი “ქართული სული” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტარდება.