ხულოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია

ხულოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი – ვახტანგ ბერიძე საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს ყველა დაპირებას შეუსრულებს.
“ხულოში არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის, ამომრჩევლებს მადლობას მოვახსენებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ, თუმცა საბოლოო შედეგებს ველოდებით. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები, ყოველდღე მათ გვერდში ვიქნები და ყველა დაპირებას შევუსრულებ”,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები