“არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ წმინდა მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წინამძღვარი; დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი ერი“ – მიტროპოლიტი ისაია
“კუნძულ კვიპროსიდან თბილისში გუშინ ჩამოვედით, წარმოვადგენთ კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის არქიეპისკოპოსს გიორგის. მე პირადად ვიცნობდი ილია მეორეს, ის ჩემი სულიერი მამა იყო. 90-იან წლებში აქ ვმსახურობდით ჰუმანიტარული მისიით ილია მეორის ლოცვა-კურთხევით”, – ამის შესახებ მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 90-იან წლებში პატრიარქი ილია ჩაბრძანდა კვიპროსში და შედგა ურთიერთთანამშრომლობა მათ ეკლესიებსა და ქვეყნებს შორის.
“ჩემდა საბედნიეროდ, მე ვიყავი ამ ყველაფრის შუამავალი და ამ დრომდე ვრჩები. ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე არის მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ წმინდა მამა, სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წინამძღვარი. დაობლდა არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად მართლმადიდებელი ერი“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ისაიამ.